წალენჯიხის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატები თავმჯდომარის არჩევის მიზნით დღეს მეოთხეჯერ იკრიბებიან

წალენჯიხის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატები თავმჯდომარის არჩევის მიზნით დღეს მეოთხეჯერ იკრიბებიან

წალენჯიხის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატები თავმჯდომარის არჩევის მიზნით დღეს მეოთხეჯერ იკრიბებიან. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. წინა სხდომებზე კენჭისყრა კვორუმის არ არსებობის გამო ვერ ჩატარდა.

წალენჯიხის საკრებულოში, ჯამში 27 დეპუტატია, აქედან "ქართულ ოცნებას" - 11, "ნაციონალური მოძრაობას" - 11, "გახარია - საქართველოსთვის - 3, "ლელო - საქართველოსთვის“ - 1 და 1 დამოუკიდებელი კანდიდატია.

წალენჯიხის მსგავსად, საკრებულოს თავმჯდომარე ამ დრომდე არ ჰყავს ზუგდიდის და სენაკის საკრებულებს.