მარნეულში 2021 წელს 26 120 მეტრი გზა დაიგო

მარნეულის მუნიციპალიტეტში 2021 წლის პერიოდში ჯამურად 26 120 მეტრი სიგრძის გზა დაიგო, რომელიც ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 12 323 186 ლარით დაფინანსდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ჯამში დაიგო 11 192 მეტრი გზა, რომლის ღირებულებაც 2 974 198.95 ლარია.

„ქალაქი მარნეული, იაღლუჯის დასახლება, შიდა გზების მოწყობა - მოასფალტდა 2 189 მეტრი გზა - ღირებულება 722 511 ლარი.

სოფელი ხოჯორნი, მისასვლელი გზა - მოასფალტდა 2 784 მეტრი - ღირებულება 720 227 ლარი.

სოფელი კირაჩ-მუღანლო, შიდა გზა - მოასფალტდა 1 354 მეტრი - ღირებულება 311 435.42 ლარი.

სოფელი დოლისყანა, მისასვლელი გზა - მოასფალტდა 1 306 მერტი - ღირებულება 269 546.42 ლარი.

სოფელი იმირჭალა, შიდა გზა - მოასფალტდა 686 მერტი - ღირებულება 173 314.92 ლარი.

სოფელი დამია, შიდა გზა (II ეტაპი) - მოასფალტდა 1 586 მეტრი - ღირებულება 402 132.14 ლარი.

სოფელი ხიხანი, შიდა გზა - მოასფალტდა 1 287 მეტრი - ღირებულება 375 032.05 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოეწყო 6 428 მეტრი სიგრძის გზა, რომლის ღირებულებაც 1 748 987.66 ლარია.

სოფელი ცოფი, ხულდარა, შულავერი და ქუთლიარი, მოასფალტდა საჯარო სკოლებთან მისასვლელი გზა ჯამში 1 206 მეტრი - ღირებულება 397 202.24 ლარი.

სოფელი საიმერლო, შიდა გზა - მოასფალტდა 1 740 მეტრი - ღირებულება 520 475.27 ლარი.

სოფელი არაფლო, შიდა გზა - მოასფალტდა 1 671 მეტრი - ღირებულება 418 329.29 ლარი.

სოფელი ალავარი, შიდა გზის ბეტონის საფარით მოწყობა - დაიგო 431 მეტრი გზა - ღირებულება 115 540.30 ლარი.

სოფელი მარადისი, შიდა გზა - მოასფალტდა 1380 მეტრი გზა - ღირებულება 297 440.56 ლარი“,- ნათქვამია მარნეულის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რის ფარგლებშიც მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიგო 8 500 მეტრი სიგრძის გზა, რომლის ღირებულებაც 7 600 000 ლარია.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
რუსეთის პოლიტიკური-სამხედრო დემარში:   მეტად კონკრეტულად ცალკეული ასპექტების შესახებ
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!