ამირან გამყრელიძე - გთხოვთ ყველას, ვისაც „ბუსტერი“ არ გაგიკეთებიათ, მიბრძანდეთ და გაიკეთოთ, თქვენი ოჯახის წევრებსაც მოუწოდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ომიკრონს" რეინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და ზოგიერთ ვაქცინებზე გვერდის ავლა ახასიათებს, ამიტომ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა ყველამ უნდა გაიკეთოს.

გამყრელიძის განცხადებით, წელს ჯანმო-ს ინდიკატორზე გასასვლელად ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას.

„პირველი რეკომენდაცია არის აცრა. შემთხვევების გაანალიზებამ გვაჩვენა, რომ მესამე აცრა სერიოზულად იცავს, ანუ „ბუსტერიზაცია“ არის ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი მექანიზმი ეპიდემიის შემდგომი გავრცელების. ამიტომ ყველას გთხოვთ ვისაც „ბუსტერი“ არ გაგიკეთებიათ, მიბრძანდეთ და გაიკეთოთ, თქვენი ოჯახის წევრებსაც მოუწოდეთ. დღევანდელი მონაცემით, 86 ათასამდე ადამიანი უკვე მესამე დოზით არის აცრილი. "ომიკრონის" შემთხვევების 17%-მდე გვაქვს რეინფექცია, "ომიკრონს" ახასიათებს რეინფიცირების მაღალი მაჩვენებელი და გვერდის ავლა ზოგიერთ ვაქცინებზე. ბევრი მტკიცებულება მიუთითებს, რომ თუ „ფაიზერს“ გაიკეთებთ „ბუსტერად“, მაშინ უფრო მეტად 70-80%-ით დაცული ხართ "ომიკრონის" ინფიცირებისაგან. ამიტომ პირველი მოწოდება იქნება აცრა. წელს ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა ავცრათ, რათა ჯანმო-ს ინდიკატორზე გავიდეთ. მოვუწოდოთ ყველას 50 წელს ზემოთ ადამიანებს, რომ აუცილებლად იყვნენ აცრილი. „ბუსტერიზაციას“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო ჰოსპიტლისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ექიმების ინფიცირების მაღალი რისკია, რის გამოც ყველა ექიმი უნდა აიცრას.

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევების ზრდისა არის ის, რომ ერთდროულად შეიძლება დაინფიცირდეს სამედიცინო პერსონალი და ადამიანური დეფიციტი ჰოსპიტლებში გაჩნდეს. ამიტომ ყველა ექიმს უმორჩილესად მოვუწოდებ აიცრან. ეს ადამიანები აუცილებლად უნდა აიცრან და გაიკეთონ "ბუსტერი", რათა "ომიკრონის" ასეთი ტალღის პერიოდში ქვეყანაში არ შეგვექმნას ყველაზე უფრო ესენციური ჯგუფის დეფიციტი.

„ომიკრონის“ დროს მნიშვნელოვანია იზოლაციის მკაცრად დაცვა, კი მსუბუქად მიდის ეს შტამი, მაგრამ სასურველია, რომ ინფიცირებულმა ადამიანებმა მაღაზიებში და ქუჩებში არ იარონ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო