მარნეულის მერია - სოფელ საბირქენდში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა შენდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც მარნეულის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტი, საქართველოს მთავრობის და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 264 667 ლარით ფინანსდება.

„სკოლის ტერიტორიაზე მოეწყობა თანამედროვე ტიპის საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, კომბინირებული მინი სპორტული მოედანი, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც გათვლილი იქნება 450 მოსწავლეზე.

პროექტის განხორციელება დაიწყო 2020 წელს და დასრულდება 2022 წლის აგვისტოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა