რუსთავის საკრებულოში ხმაური იყო

რუსთავის საკრებულოში ხმაური იყო, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თვითმმართველობის ორგანოს დეპუტატები, სათათბირო ოთახის გახსნას მოითხოვდნენ.

ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები აპარატის უფროსს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი საოქმო განყოფილების ოთახში შევიდნენ, სადაც მორიგი ხმაური და დაპირისპირება იყო.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრის, ალექსანდრე ბერიძის განცხადებით, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე სათათბირო ოთახს არ გახსნიან და სამუშაო სივრცეს არ გამოუყოფენ.

საკრებულოს აპარატის უფროსის არჩილ ძამაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს მან არაერთხელ განუმარტა მოქმედი კანონმდებლობისა და რეგლამენტის მიხედვით ვის და რა შემთხვევაში აქვს უფლება დარბაზში სხდომის მოწვევის, თათბირის ან სხვა ტიპის შეკრების ჩატარების უფლება.

ადგილზე მობილიზებული იყვენენ სამართალდამცავები და დაცვის პოლიცია. ამ დროისთვის საკრებულოს შენობაში სიმშვიდეა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია