დავით ზილფიმიანი - კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ იქცევით ერთი, სრულიად დაუმსახურებლად პრივილეგირებული, პატიმრის შეკვეთების აღმსრულებლებად

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ეს უგუნურება და ნუ იქცევით ერთი, სრულიად დაუმსახურებლად პრივილეგირებული, პატიმრის შეკვეთების აღმსრულებლებად“, - დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ ე.წ. შავ სიებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„თავს ვალდებულად მივიჩნევ, გამოვთქვა ჩემი შეშფოთება იმ საშიშ ტენდენციასთან მიმართებით, რაც აშკარად „ნეოფაშისტური“ ტიპის მოვლენაა და საზოგადოებას ნაც.მოძრაობის ლიდერის სულიერი შთაგონებით მოევლინა, ე.წ. „შავი სიების სახით, რასაც მხარი აუბეს აქამდე თითქოსდა ცივილიზებულმა და დემოკრატიის მომხრე ჯგუფებმა და პირებმა, რომლებმაც, პრაქტიკულად, საკუთარი ლუსტრაციით, შესაძლოა, სამუდამოდ ამოირიცხონ თავი ქვეყნის ჯანმრთელი სეგმენტიდან.

საქმე გაცილებით სერიოზულადაა ვიდრე შეიძლება, ერთი შეხედვით ჩანდეს. ეს არის დემონსტრირება შინაგანი მზაობისა კოლექტიური თვითსამართლის აღსრულებისთვის, რაც ისტორიულად მსოფლიოში ყველა "შავრაზმელთა" ორგანიზაციას ახასიათებდა - შესაბამისად გამომდინარე თვითგამანადგურებელი შედეგებით. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საზოგადოების ამ ნაწილმა მომავალში რაიმე ფორმით მოინდომოს საკუთარი თავის, საზოგადოების ღირსეულ და პოზიტიურ წევრად წარმოჩინება, ამას ხომ საკუთარი დღევანდელი ქმედებით, თვითონვე დაუხურავენ კარს? წარმოვიდგინოთ რომ ქვეყანაში შესაძლებელი გახდეს შურისძიებისა და ანგარიშგების ტალღის აზვირთება, რაც დღევანდელ პოლარიზებულ გარემოში, საზოგადოების პასუხისმგებელ და ჯანმრთელ ნაწილს აგერ უკვე 10 წელია, კბილებით უჭირავს და დღემდე არ დაუშვა,- რა შედეგებს მოგვიტანდა?! არადა ის, რაც ზუსტად ვიცით ყველამ, ის არის, რომ ამ უგუნურთა წინააღმდეგ არსებული რისხვა და განრისხებულთა ოდენობა ცხადად აღემატება მათ. ჰოდა, თავად განსაჯეთ, რა შედეგები ექნებოდა მათ წინააღმდეგ შურისძიებას, სამართლიანად განაწყენებული ხალხისა, რომელსაც უზარმაზარი ტკივილი და წამება განაცდევინეს წარსულში.

მოკლედ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ეს უგუნურება და ნუ იქცევით ერთი, სრულიად დაუმსახურებლად პრივილეგირებული პატიმრის შეკვეთების აღმსრულებლებად, რომლის ქაოსური და აგონიური ქმედებებიც მხოლოდ ერთ მიზანს - „სატუსაღოდან“ რაიმენაირად თავის დაღწევის უსუსურ მცდელობებს ემსახურება და თქვენი მისდამი ამ ფორმით მორჩილი მსახურება, თქვენსავე კრახს გამოიწვევს. გონს მოეგეთ და კარგად დაფიქრდით, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! შეცდომის დანახვა და გამოსწორება უფრო დიდი ღირსებაა, ვიდრე ვინმეს და რამის ბრმად მსახურება“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა