პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, მარნეულში რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე, რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პირველი ეტაპისთვის რეაბილატაცია უტარდება კულტურის ცენტრის წინ მდებარე სკვერს, რომლის ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს.

პროგრამის ფარგლებში სრულად განახლდება კულტურის ცენტრის წინ მდებარე სკვერი და რუსთაველის ქუჩაზე, მერიის შენობის მიმდებარედ - „ათაჰოლდინგის“ ცენტრამდე არსებული რეკრეაციული სივრცე. მოეწყობა გარე განათებები, სასეირნო ბილიკები, საბავშვო გასართობი კუთხეები, მოსასვენებელი სივრცეები, ასევე - შადრევანი. განახლდება მწვანე ზოლი.

ცნობისთვის, პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.

07.07.2025 / 08:38

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს