ლანა გალდავა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე - ეს არის პოლიტიკური ბინძური ვენდეტა - ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად

ეს არის პოლიტიკური ბინძური ვენდეტა - გამორიცხული ამ ხელისუფლების პირობებში არაფერი არ არის, ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი გამოიყენებენ ბრძოლის ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის თუ საჭირო გახდა აქციებს.

„ჩვენ ვართ მზად. ბრძოლა გაგრძელდება და მივალთ იქამდე, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება. ეს არის პოლიტიკური ბინძური ვენდეტა, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და სამართალიან სასამართლოსთან ამ „კლოუნადას“ არანაირი კავშირი არ აქვს. გამორიცხული ამ ხელისუფლების პირობებში არაფერი არ არის, ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება ყველა სამართლებრივი ფორმით და მივაღწევთ შედეგს. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბრძოლას ეს შედგება ბევრი კომპონენტისგან, თუ დაგვჭირდა აქციები გავალთ აქციებზე, ჩვენ ბრძოლა არ გვაშინებს", - განაცხადა გალდავამ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს წარდგენილი ჰქონდათ ბრალი ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს