ზუგდიდის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ერთი თვით გადაიდო

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ერთი თვით გადაიდო. სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

სხდომის ერთი თვით გადადებას არ დაეთანხმნენ პარტია „გახარია - საქართველოსთვის" წევრები. პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ ერთი თვით სხდომის გადადება არ ემსახურება საკრებულოში არსებულ კრიზისის დაძლევას.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის გადადება, უბრალოდ დროის გაყვანის მიზნით, რომელიც მოცემულ შემთხვევაში აწყობს ორივე პარტიას და განსაკუთრებით მმართველ გუნდს. საზოგადოებამ დღეს კიდევ ერთხელ ნახა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება პარტიების, რომ პირველი სხდომიდან დღემდე, მეხუთე ჯერზე ვერ დგება კვორუმი.

პოლიტიკური პარტიები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ვერ გამოდიან თავიანთი პოლიტიკური ინტერესებიდან. ხან “ნაციონალური მოძრაობა” გვაბრალებს “ოცნებასთან” ალიანსს, ხან “ქართული ოცნება” გვაბრალებს ალიანს “ნაციონალურ მოძრაობასთან”. სინამდვილეში, არცერთს ადარდებს ქალაქის და საზოგადოების ინტერესები, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით მოხდეს საკრებულოს დაბალანსებულად დაკომპლექტება და ასე ვთქვათ მმართველობა განხორციელდეს და ერთხელ და სამუდამოდ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი გოგოხიამ განაცხადა, რომ არ შედგა კვორუმი და აქედან გამომდინარე სხდომა უნდა გადაედოთ.

„ვნახოთ, შეიძლება ოპოზიცია გაერთიანდეს და აირჩიონ საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენ ვითანამშრომლებთ. საღი აზრი გაიმარჯვებს, მე ასე მგონია",- განაცხადა გოგოხიამ.

დღევანდელ სხდომას 21 დეპუტატი ესწრებოდა, რაც კვორუმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო