პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მალხაზ თორიამ მასსა და მის შვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" დააკისრა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მალხაზ თორიამ მასსა და მის შვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" დააკისრა. მისივე თქმით, საჭირო ინფორმაციის მოპოვებას 40 წუთი სჭირდება, თუმცა ამ დრომდე გამოძიებული არაფერია.

„ამ საქმეში გამოსაძიებელი არაფერი არ არის. კამერებიდან იყო ამოსაღები ინფორმაცია. ამის გაკეთება შესაძლებელი იყო 40 წუთში. 40 წუთი იყო საჭირო, რომ დადგენილიყო და დადასტურებულიყო ის ინფორმაცია, რაც მიწოდებულია ფაქტობრივად დაზარალებულების მხრიდან საგამოძიებო ორგანოებისთვის. შეუძლებელია დღევანდელ ვითარებაში, 21-ე საუკუნეში ორი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი თავისუფლად ესხმოდეს არასრულწლოვან ბავშვს. ჩვენ ვართ არჩეული იმ ქალაქის მიერ, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ადამიანობით, თავისი დამოკიდებულებით, თავისი ურთიერთობებით. თუ ხელისუფლებას ეს სჭირდება, მაშინ ეს აუცილებლად გამოძიებული იქნება",- განაცხადა მალხაზ თორიამ.

აღნიშნულ განცხადებას საკრებულოს სხდომათა დარბაზში "ქართული ოცნების" დეპუტატებმა უპასუხეს. მათი თქმით, ცუდი ფაქტი მოხდა, თუმცა თორიას მოუწოდეს, რომ გამოძიებას დაელოდოს.

“მე ვგმობ ამას, საკრებულოს წევრზე ასეთი თავდასხმა არ უნდა ხდებოდეს. დაველოდოთ გამოძიებას, ყოველთვის ხელს იშვერთ “ქართული ოცნებისკენ” და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ “ქართული ოცნება” ყოველთვის მართალია. დაველოდოთ გამოძიებას. თქვენ ყველაფერი "ქართულმა ოცნებამ" მოგცათ და ასპარეზზე გამოგიყვანათ. ის დივიდენდები რაც გაგაჩნიათ "ქართულმა ოცნებამ" მოგცათ",- განაცხადა ჯონი ჯიქიამ.

შეგახსენებთ, რომ პარტია "საქართველოსთვის" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ხელმძღვანელს მალხაზ თორიას თავს 30 დეკემბერს დაესხნენ. შემთხვევის დროს, მას თან ახლდა არასრულწლოვანი შვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს