ბორის ჯონსონი პანდემიის დროს წვეულებაზე დასწრების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პანდემიის დროს წვეულებაზე დასწრების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ჯონსონმა აღიარა, რომ რეგულაციები დაარღვია და 2020 წლის 20 მაისს მასობრივ შეკრებაზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, პრემიერმა შეკრებაზე, რომელიც ბაღში გაიმართა, 25 წუთი გაატარა.

„მესმის რას გრძნობს ხალხი ახლა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელები არღვევენ იმ რეგულაციებს, რომლებიც თავად დააწესეს. მე მაშინ რამდენიმე ადამიანს შევხვდი და მეგონა, რომ ეს საქმიანი შეხვედრა იყო. ეს დაახლოებით 6 საათზე მოხდა, როდესაც ჩემს კოლეგებს ბაღში შევხვდი. მე თავიდან უნდა ამერიდებინა მასშტაბური შეკრება და მომეწოდებინა მათთვის შენობაში შესულიყვნენ“, - განაცხადა ჯონსონმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა