"ომიკრონის" გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავის მერიის თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატებისა და "ომიკრონის" შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავის მერიის თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ.

როგორც მერიაში აცხადებენ, რუსთავში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ იმატა.

"კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, მერიის საქმიანობის შეფერხება, რომ არ მოხდეს, პრევენციის მიზნით შენობაში კოვიდრეგულაციების ზედმიწევნით დაცვა ხდება, თანამშრომლებს კი ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ეპიდემიოლოგებმა, ანტიგენის სწრაფი ტესტით, დღეს რუსთავის მერიის ადმინისტრაციისა და სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები გატესტეს.

უახლოეს დღეებში მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებსა და კონტროლიორებს ჩაუტარდებათ მასობრივი ტესტირება", - აცხადებენ მერიაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს