იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია

ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებზე „ინტერპრესნიუსი“ ადვოკატსა და ადამიანის უფლებათა დამცველს იოსებ ბარათაშვილს ესაუბრა.

- ბატონო იოსებ, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე, რაშიც მათ პროკურატურა ფულის გათეთრებაში ადანაშაულებდა, დასრულდა.

მოსამართლე არევაძემ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა. ამ გახმაურებულ საქმეზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ იმის გამო, რომ მოსამართლემ განაჩენი 12 იანვარს გამოიტანა, თემა აქტუალურია და მას გვერდს ვერც ჩვენ აუვლით.

დარწმუნებული ვარ, სხვების მსგავსად თქვენს ადევნებდით თვალს ამ სასამართლო პროცესს, თუნდაც იმიტომ, რომ მისი ფიგურანტები საქართველოს რიგითი მოქალაქეები არიან, მაგრამ მათ შექმნეს ქვეყნის საბანკო სისტემის ფლაგმანი, მსოფლიო დონის, გამართული ბანკი „თიბისი“.

ამ საკითხზე კომენტატორთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მათ წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და შესაბამისად განაჩენიც აშკარად პოლიტიკური აღმოჩნდა.

თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას, შემდეგ მის მიმდინარეობას და სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს?

- ეს სისხლის სამართლის საქმე წარმოადგენს ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი მართლმსაჯულების, მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშს.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ ბრალდებულების მიერ არ მომხდარა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზება - ფულის გათეთრება) გათვალისწინებული ქმედება, ვინაიდან, კანონის მიხედვით, ამ დანაშაულის ჩადენის დროს დადასტურებული უნდა იყოს უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემის ფაქტი მისი უკანონო ან დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის დამალვა ან შენიღბვა.

სასამართლოს განაჩენმა დაადასტურა, რომ პროკურატურას არ გააჩნია მტკიცებულებები, რომლებიც დაამტკიცებდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას; უფრო მეტიც, როგორც გაირკვა, ამ საქმეში პროკურატურამ ვერ შეძლო დაზარალებული პირის დადგენა და არ არსებობს დადგენილება, რომლითაც ,,თი-ბი-სი ბანკი“ ან სხვა ვინმე დაზარალებულად იქნებოდა ცნობილი.

სასამართლოს განაჩენმა დაადასტურა, რომ პროკურატურას არ გააჩნია მტკიცებულებები, რომლებიც დაამტკიცებდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას; უფრო მეტიც, როგორც გაირკვა, ამ საქმეში პროკურატურამ ვერ შეძლო დაზარალებული პირის დადგენა და არ არსებობს დადგენილება, რომლითაც ,,თი-ბი-სი ბანკი“ ან სხვა ვინმე დაზარალებულად იქნებოდა ცნობილი

- ამ თემაზე ისეთ განმარტებებს ვისმენთ, შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა უნდა გვიხაროდეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თემაზე თუ რატომ იქნა მუხლი გადაკვალიფიცირებული, მოვისმინით განმარტება თავად მოსამართლე არველაძისაგან

მან თქვა - ვფიქრობ, რომ ბრალის მიხედვით ბრალდებულების მიმართ წარდგენილი მოქმედებები, რომელსაც 194- მუხლი მოიცავდა, არის იმ 180- მუხლის გაგრძელება და შემადგენელი ნაწილი, რომლის თაობაზეც უკვე გამოტანილი იყო დევნის არაღძვრის თაობაზე დადგენილება თავად პროკურატურის მხრიდან. შესაბამისად, ეს არის ის ერთიანი ქმედება, რომელსაც შეეძლო, რომ მოდავებოდა ბრალდების მხარე“.

ახლა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ მუხლის გადაკვალიფიცირებითა და შესაბამისი განაჩენის გამოტანა ბრალდების მხარისთვის სახის შენარჩუნება იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ბიზნესმენებისთვის თაღლითის იარლიყი საკმაოდ მძიმე სატარებელია, კითხვას ასე დავსვამდი - თქვენი დაკვირვებით სამართლებრივად რამდენად გამართულად გამოიყურება თუნდაც ბრალის გადაკვალიფიცირება?

- აშკარად არასწორია სასამართლოს მიერ ბრალდების გადაკვალიფიცირება თაღლითობაზე (სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი), ვინაიდან თაღლითობა არის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით.

ამ შემთხვევაში ისმის კითხვა - რომელ მოტყუებაზეა საუბარი და სად არიან მოტყუებული პირები, მაშინ, როდესაც პროკურატურის მიერ ამ საქმეში არავინ არის ცნობილი დაზარალებულად?

რომელ მოტყუებაზეა საუბარი და სად არიან მოტყუებული პირები, მაშინ, როდესაც პროკურატურის მიერ ამ საქმეში არავინ არის ცნობილი დაზარალებულად?

აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ეს საქმე, ისევე როგორც, არაერთი სხვა სისხლის სამართლის საქმე (,,კაბელების საქმე“, ფონდ ,,იავნანას“ საქმე და სხვა), მიზნად ისახავს ხელისუფლებისათვის მიუღებელ პირთა დისკრედიტაციას, სადაც პროკურატურა წარმოადგენს პოლიტიკური დაკვეთის არაკომპეტენტურად შემსრულებელ ორგანოს, ხოლო სასამართლო, განაჩენის გამოტანის დროს ხელმძღვანელობს არა საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არამედ ე. წ. ,,პოლიტიკური მიზანშეწონილობით“.

პროკურატურა წარმოადგენს პოლიტიკური დაკვეთის არაკომპეტენტურად შემსრულებელ ორგანოს, ხოლო სასამართლო, განაჩენის გამოტანის დროს ხელმძღვანელობს არა საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არამედ ე. წ. ,,პოლიტიკური მიზანშეწონილობით“

- თუ სწორად მივხდი, მუხლის გადაკვალიფიცირება როგორც ბრალდებისთვის, ისე სასამართლოსთვის ერთადერთი გამოსავალი იყო, რადგან ბრალდებულების გათავისუფლება პოლიტიკურად მომგებიანი არ იქნებოდა ამ საქმის დამკვეთებისთვის.

რადგან ამ თემაზე საუბრისას ყველა საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს, კითხვას ასე დავსვამდი - თქვენი დაკვირვებით მომხდარს როგორ აღიქვამენ პოლიტიკოსები, საზოგადოება, თუნდაც ხაზარაძე-ჯაფარიძის საზღვარგარეთელი პარტნიორები, განსაკუთრებით ისინი, ვინც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საქმეში მათი პარტნიორები იყვნენ?

- საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები კარგად იცნობენ როგორც ზოგადად ქვეყანაში, ისე ქართულ მართლმსაჯულებაში შექმნილ ვითარებას და მათ არ გაუჭირდებათ სწორი შეფასება მისცენ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეს.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს. ვფიქრობ, მისი მშენებლობის შეჩერებამ მნიშვნელოვნად დაასუსტა საქართველოს სუვერენიტეტი და საქართველო ხელისუფლების განცხადება, იმის შესახებ, რომ მომავალში კვლავ გაგრძელდება პორტის მშენებლობა, ჯერჯერობით მხოლოდ დეკლარაციად რჩება.

ამ საკითხზე ყურადღება არის გამახვილებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშშიც.

- იმ შემთხვევაში თუ ხაზარაძე-ჯაფარიძემ ამ საქმეზე დავა გააგრძელეს, რა შანსები აქვთ მათ რომ გამამართლებელი განაჩენი მიიღონ?

- როგორც მოვისმინეთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება როგორც დაცვის ისე ბრალდების მხარის მიერ.

ისე როგორც სხვა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, ამ საქმეზეც, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების განაჩენები დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკურ ვითარებასა და პოლიტიკურ ძალთა ბალანსზე, რომელიც ქვეყანაში შეიქმნება ამ განაჩენების გამოტანის დროს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა