ნატალია ზოიძე - „ნაციონალური მოძრაობა" სატელევიზიო შოუების დადგმას შეეშვას, ბათუმის ბიუჯეტი ხალხზეა მორგებული

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სატელევიზიო შოუების დადგმას შეეშვას, ბათუმის ბიუჯეტი ხალხზეა მორგებული, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" წევრმა ნატალია ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზოიძე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, რომ ბიუჯეტს დეტალურად გაეცნონ, რის შემდეგაც დარწმუნდებიან რომ ბიუჯეტი ცვლილებას არ არ საჭიროებს.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკოს თავმჯდომარის მიერ მოწვეული სხდომა დემარშით დატოვა, ამ საკრებულოში არ არის გადანაწილებული არც ერთი თანამდებობა, ჯერ საერთოდ ბიუჯეტის მიღების აქტის გაუქმებას ითხოვდნენ, ახლა ცვლილებებს, - სჯობს ჩამოყალიბდნენ რა უნდათ. ძველმა საკრებულომ მოვლენების ამგვარი განვითარების მოლოდინის გამო, ბათუმის ბიუჯეტი დაამტკიცა, რათა არ შეშლოდა ხელი ქალაქის ეკონომიკას, სოციალურ საკითხებს და ამავე ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველაფერი - ავარიული სახლებიდან დაწყებული, მცირე სოციალური პრობლემებით დამთავრებული, ამიტომ შეეშვან სატელევიზიო შოუების დადგმას", - განაცხადა ნატალია ზოიძემ.

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები სხდომის მოწვევას ითხოვენ. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა კილაბერია აცხადებს, ოპოზიციის წევრები დამტკიცებული ბიუჯეტის გაუქმებას მოითხოვენ, რადგან ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი ხალხზე არ არის მორგებული. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, ხელისუფლებაში მყოფი პარტია ბოიკოტის რეჟიმშია და საკრებულოს სხდომებს არ ესწრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა