გორის მუნიციპალიტეტის მერია  2022 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები გამოაქვეყნა. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მერიის ბიუჯეტი 7 ძირითად მიმართულებაზე გადანაწილდა.

მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის პრიორიტეტებია:

ინფრასტრუქტურის განვითარება - საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება; გარე-განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციასა და მოვლა-შენახვა; წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია; ინფრასტრუქტურული თანადაფინანსების პრიგრამების განხორციელება (2 პროგრამა); სარეკრეაციო და სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობა; ინფრასტრუქტურული პროექტების მოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა; სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების უზრუნველყოფა.

დასუფთავება და გარემოს დაცვა - დასუფთავება; ნარჩენების გატანა; პარკების, სკვერების, გაზონებისა და მწვანე ნარგავების მოვლა-შენახვა.

განათლება - სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფა; სკოლისგარეშე განათლების ხელშეწყობას და თანადაფინანსება

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი - სპორტის განვითარების ხელშეწყობა; კულტურის სფეროს განვითარება; რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - ჯანმრთელობის დაცვა, მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფა; საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში; სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა

ეკონომიკურ განვითარება - მუნიციპალიტეტის სტრატეგიულ განვითარება ; მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების ხელშეწყობა; სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირებას და მართვა

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები- საკრებულოს და მერიის ფუნქციონირების ხელშეწყობა; სარეზერვო ფონდი; წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვას და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსურ უზრუნველყოფა; საგანგებო და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფა; კადრების მომზადება-გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და სტაჟირება

გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 53 217 500 ლარით განისაზღვრა.

იხილეთ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის დადგენილება #36 გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ - https://drive.google.com/file/d/1V3beNKbhmrZo41qiJge7CR7fPgce66xa/view?usp=sharing

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა