პროექტის - „ეს წალკაა“ ფარგლებში, რძის გადამუშავებაზე სასწავლო ვიდეოები შეიქმნა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, პროექტის პარტნიორმა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ რძის გადამუშავების ეტაპების შესახებ თორმეტი სასწავლო ვიდეორგოლი მოამზადა.

როგორც ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ვიდეორგოლების მთავარი მიზანი ფერმერების, მეწარმეებისა და სხვა დაინტერესებული სამიზნე აუდიტორიისათვის რძის გადამუშავებისა და მისი გადამუშავებიდან მიღებული პროდუქტების დასამზადებლად საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიწოდებაა.

„ვიდეორგოლები მომზადებულია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის შესაბამისად შექმნილი არაფორმალური სასწავლო კურსის მიხედვით, რომელიც მომზადდა დარგის ექსპერტებისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით.

აღნიშნული ონლაინ სასწავლო ვიდეორგოლები ფარავს რძის გადამუშავებასთან დაკავშირებულ შემდეგ თემებს:

1.რა არის რძე და მისი მნიშვნელობა;

2. რძის ლაბორატორიული შემოწმება;

3. რძის პირველადი დამუშავება;

4. რძის მექანიკური და თბური დამუშავება;

5. ყველის დამზადების ზოგადი ტექნოლოგია;

6. იმერული ყველის დამზადება;

7. ნადუღის მომზადება;

8. სულგუნის დამზადება;

9. ქართული ყველის დამზადება;

10. თუშური გუდის ყველის დამზადება;

11. ტენილი ყველის დამზადება;

12. ჩეჩილი ყველის დამზადება.

ვიდეო გაკვეთილების ეფექტიანობის განსაზღვრის მიზნით, თითოეული გაკვეთილი გრძელდება საშუალოდ 10 წუთი, რაც მსმენელს საშუალებას აძლევს მაქსიმალური გონებრივი კონცენტრაციით მოისმინოს სასარგებლო ინფორმაცია. ვიდეო გაკვეთილები დაინტერსებულ ფერმერს/მეწარმეს შესაძლებლობას აძლევს მოისმინოს და აითვისოს მისთვის საინტერესო მასალა დროის ეფექტურ მონაკვეთში, ხოლო საკუთარი ცოდნა შეამოწმოს თითოეული გაკვეთილის ბოლოს წარმოდგენილი ტესტებით.

რძის გადამუშავების ტრენინგ-კურსის მოსმენა და თვით ტესტირება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://agroskills.ge/course/milk/

პროექტის - “ადგილობრივი ლიდერები მდგრადი განვითარებისათვის წალკის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში” მიზანია მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონის შემცირება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვითა და კლიმატისადმი მედეგი სოფლის ეკონომიკის მხარდაჭერით. პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა