გიორგი ვაშაძე - პრეზიდენტმა ფაქტობრივად, ლიკვიდაცია მოახდინა უწყების, რომელმაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან განსხვავებული და ობიექტური პოზიციების დაფიქსირება გაბედა

პრეზიდენტმა ფაქტობრივად, ლიკვიდაცია მოახდინა იმ უწყების, რომელმაც გაბედა "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან განსხვავებული და ობიექტური პოზიციების დაფიქსირება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული ვეტოს უფლება და ხელი მოაწერა საერთო სასამართლოებისა და სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონს.

„ერთი უწყების გაუქმება არის გზავნილი ყველა სახელმწიფო უწყებისთვის, პატიოსანი და პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის, რომ თუ ისინი არ დაემორჩილებიან პარტიულ დიქტატს, მათაც იგივე ბედი ელით.

სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო მეთაურის მხრიდან, ამ კანონებზე ვეტოს დადება, რაც იქნებოდა გამოხატული, ქმედითი ნაბიჯი, რომ ის არ არის თანამონაწილე ქვეყანაში ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი საკანონმდებლო ცვლილებების“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა როგორც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს, ისე "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ" კანონს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განმარტა, რომ კანონის დაჩქარებული წესით მიღებას არ ეთანხმება, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი სტრუქტურების დაარსება პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველს არ იძლევა.

რაც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს, თუმცა ამ ცვლილებების მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიმაჩნია.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს