გიორგი კალანდარიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ კომისიის წევრები დავარწმუნო, რომ ჩემი კანდიდატურა ნამდვილად იმსახურებს, კვლავაც მომეცეს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის შესაძლებლობა

ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გადავიდე ყველა ეტაპზე, ყველა დავარწმუნო იმაში, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე ჩემი კანდიდატურა ნამდვილად იმსახურებს და ღირსია, რომ კვლავაც მომეცეს შესაძლებლობა ვუხელმძღვანელო საარჩევნო ადმინისტრაციას, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონკურსის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარ შეფასებებსა თუ დასკვნებში ხაზგასმითაა აღნიშნული ის პოზიტიური რეპლიკა, რომელიც არჩევნების ადმინისტრირების კუთხით დადებით შეფასებას ეხება.

მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაზრდილია გამჭვირვალობა, არაერთი სიახლე და სერვისი შესთავაზეს ამომრჩევლებს, რამაც უზრუნველყო სტანდარტის შესაბამისად არჩევნების ჩატარება.

“ჩემი არჩევიდან თითქმის 5 თვე გავიდა და ჩვენ, ძალიან მოკლე პერიოდში მოგვიწია ამ მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელება. თუმცა, რა თქმა უნდა, არც თავის დროზე და არც ახლა ჩემი ხედვები მოკლე ვადებს არ უკავშირდებოდა. მე მაქვს საკმაოდ გრძელვადიანი ხედვები და ჩემი ხელახალი არჩევის შემთხვევაში, თუ მომეცემა შესაძლებლობა, გვაქვს გრძელვადიანი გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა გადავიდეს საარჩევნო ადმინისტრაცია და ინსტიტუცია განვითარების ახალ ეტაპზე და როგორ უნდა განხორციელდეს შემდგომი ტრანსფორმაცია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავარწმუნო კომისიის წევრები, რომ ჩემი კანდიდატურა არის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატურა, რომელიც შეძლებს, 5 თვის წინ დაწყებული ინერცია გაგრძელდეს იგივე შემართებითა და ენერგიით”, - აცხადებს კალანდარიშვილი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ საკონკურსო კომისიაში არ მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, ბუნებრივია, ყოველთვის არსებობდა და იარსებებს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროცესის მიმართ ლეგიტიმაციის ხარისხი დაბალია ან ამ მხრივ რაიმე გავლენა შეიძლება მოხდეს. კალანდარიშვილის თქმით, მესამე სექტორის შეფასებები ჯანსაღი პროცესის ნაწილია და ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოზიციაზე მისი ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, ეს შეფასებები არანაირ გავლენას არ იქონიებს მათთან შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების მხრივ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გიორგი კალანდარიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ კომისიის წევრები დავარწმუნო, რომ ჩემი კანდიდატურა ნამდვილად იმსახურებს, კვლავაც მომეცეს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის შესაძლებლობა

ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გადავიდე ყველა ეტაპზე, ყველა დავარწმუნო იმაში, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე ჩემი კანდიდატურა ნამდვილად იმსახურებს და ღირსია, რომ კვლავაც მომეცეს შესაძლებლობა ვუხელმძღვანელო საარჩევნო ადმინისტრაციას, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონკურსის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარ შეფასებებსა თუ დასკვნებში ხაზგასმითაა აღნიშნული ის პოზიტიური რეპლიკა, რომელიც არჩევნების ადმინისტრირების კუთხით დადებით შეფასებას ეხება.

მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაზრდილია გამჭვირვალობა, არაერთი სიახლე და სერვისი შესთავაზეს ამომრჩევლებს, რამაც უზრუნველყო სტანდარტის შესაბამისად არჩევნების ჩატარება.

“ჩემი არჩევიდან თითქმის 5 თვე გავიდა და ჩვენ, ძალიან მოკლე პერიოდში მოგვიწია ამ მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელება. თუმცა, რა თქმა უნდა, არც თავის დროზე და არც ახლა ჩემი ხედვები მოკლე ვადებს არ უკავშირდებოდა. მე მაქვს საკმაოდ გრძელვადიანი ხედვები და ჩემი ხელახალი არჩევის შემთხვევაში, თუ მომეცემა შესაძლებლობა, გვაქვს გრძელვადიანი გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა გადავიდეს საარჩევნო ადმინისტრაცია და ინსტიტუცია განვითარების ახალ ეტაპზე და როგორ უნდა განხორციელდეს შემდგომი ტრანსფორმაცია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავარწმუნო კომისიის წევრები, რომ ჩემი კანდიდატურა არის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატურა, რომელიც შეძლებს, 5 თვის წინ დაწყებული ინერცია გაგრძელდეს იგივე შემართებითა და ენერგიით”, - აცხადებს კალანდარიშვილი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ საკონკურსო კომისიაში არ მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, ბუნებრივია, ყოველთვის არსებობდა და იარსებებს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროცესის მიმართ ლეგიტიმაციის ხარისხი დაბალია ან ამ მხრივ რაიმე გავლენა შეიძლება მოხდეს. კალანდარიშვილის თქმით, მესამე სექტორის შეფასებები ჯანსაღი პროცესის ნაწილია და ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოზიციაზე მისი ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, ეს შეფასებები არანაირ გავლენას არ იქონიებს მათთან შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების მხრივ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს