ყაზახეთიდან საქართველოს 8 მოქალაქე, მათ შორის ანსამბლ „ილორის“ წევრები სამშობლოში ბრუნდებიან

ყაზახეთიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დღეს ყაზახეთიდან, ქალაქ ალმათიდან საქართველოს მიმართულებით რეისი განხორციელდა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს 8 მოქალაქე, მათ შორის ანსამბლ „ილორის“ წევრები სამშობლოში დაბრუნდებიან.

„აღსანიშნავია, რომ ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, ისევე როგორც საქართველოს საპატიო საკონსულო და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებოდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. საელჩოს დახმარებით, ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეები უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების საგნებით. ამ დროისათვის, ყაზახეთიდან საქართველოში დაბრუნდა საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე. ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, შესაძლებელია შეტყობინების გაგზავნა ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა