მამუკა წოწერიას ინფორმაციით,  ზუგდიდის ყველა ადმინისტრაციულ ცენტრამდე მისასვლელი გზა თოვლისგან გაწმენდილია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეულის საავტომობილო გზაზე გადაადგილების პრობლემა შექმნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს და ტექნიკური მარილი იყრება. ამჟამად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია, მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გზებზე თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები. სამუშაო პროცესს ადგილზე ეცნობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია.

„ზუგდიდში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა, როგორც სატრანსპორტო მოძრაობის თვალსაზრისით, ასევე ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, ოპერატიულად იქნა შესაბამისი ტექნიკა მობილიზებული. ვმუშაობთ, როგორც ადგილობრივი ძალებით, ასევე სამუშაოებს ახორციელებს საგზაო დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია.

ამ დროისთვის ყველა ცენტრალური გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია. დარჩენილია მაღალი ზონის სოფლების შიდა საუბნო გზების გარკვეული პრობლემური ადგილები, რომელიც იწმინდება. გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საავტომობილო გზები ყველგან იყოს გახსნილი და არ შეექმნას ტრანსპორტს მოძრაობის დროს პრობლემები", - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

დიდთოვლობის გამო 20-მდე ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.

„რაც შეეხება ელექტროენერგიის აღდგენას მიმდინარეობს სამუშაოები, ოცამდე სოფელს შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია, მაგრამ უმოკლეს ხანებში ესეც გამოსწორდება"- აღნიშნა ზუგდიდის მერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო