გორის მერია - ცენტრალურ გზებზე მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება

გორის მერია - ცენტრალურ გზებზე მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზებზე მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გზები მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა და იყრებოდა ტექნიკური მარილი.

„გორის მუნიციპალიტეტში მოსული თოვლის გამო, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.

პირველ ეტაპზე ტექნიკური მარილი დაიყარა ხიდებზე, გზაჯვარედინებზე, შუქნიშნებთან, ასევე ქალაქის მთავარ ქუჩებზე. დილიდან განახლდა გაწმენდითი სამუშაოები. თოვლის საფარისაგანი იწმინდება ვერხვების დევნილთა დასახლებაში და კვერნაკის სასაფლაოსთან მისასვლელ გზები. გარდა საავტომობილო გზებისა, მოქალაქეთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ტროტუარებზეც.

ამ დრომდე მობილიზებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები და მეტეოროლოგიური მდგომარეობის კვლავ გაუარესების შემთხვევაში, ყველაფერი გაკეთდება, რომ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.