ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს - გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ "ქართლის" დევნილების საკითხი - თუ ასე არ მოგვარდა, იქნება აქცია და არ გავჩერდებით

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს.

ხოშტარია მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დევნილებთან შეთანხმებით, შეხვედრას სთავაზობს და აცხადებს, რომ თუ სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების საკითხი არ მოგვარდა, იქნება აქცია.

"გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ "ქართლის" დევნილების საკითხი. ნებისმიერ დროს, მე, გიგა ლემონჯავა ("დროას" წევრი და იურისტი) და დევნილების წარმომადგენელი მოვალთ და მოვაგვაროთ.

თუ პოლიტიკოსის დანახვა თქვენთვის მიუღებელია, იურისტი და დევნილები მოვლენ. ოღონდ სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს.

თუ ასე არ მოგვარდა, ცხადია იქნება აქცია და არ გავჩერდებით. მხოლოდ "ქართლის" აქცია არ იქნება. უკვე უამრავი დევნილი და არადევნილი რეკავს სოლიდარობის ნიშნად. ამ საკითხში არ არის თვითმიზანი აქცია, ამიტომ გთავაზობთ ცივილიზებულ გამოსავალს. შეხვედრა, რაც შეიძლება სწრაფად!", - წერს ხოშტარია "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, ყოფილ სანატორიუმ "ქართლთან" დღეს ხმაური იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, შენობიდან მამაკაცი პროტესტის ნიშნად გადახტა. ყოფილ სანატორიუმში მცხოვრები დევნილები რამდენიმე დღეა მთავრობისგან ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, მათი თქმით, შენობა ავარიულია და ყოფილ სანატორიუმში ცხოვრება საფრთხისშემცველია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი