ბათუმის მერია - ბათუმში ინტენსიურად მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზებისა და ტროტუარების გაწმენდითი სამუშაოები

ბათუმში ინტენსიურად მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზებისა და ტროტუარების გაწმენდითი სამუშაოები, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
„მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა შტორმისგან დანაგვიანებული სანაპირო. ხორციელდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების გაწმენდა.
გზებზე გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა. შეუფერხებლად მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახურები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























