თბილისში დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი გაიხსნა

წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოს, ბაგრატოვანთა ხეივანს, დავით მეფსალმუნის ბიუსტი შეემატა, რომელიც უწმინდესი და უნეტარესის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ფონდის „ქართული გალობა“ და ისრაელის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა.

დავით წინასწარმეტყველი(მეფსალმუნე) აღიარებულია უდიდეს წმინდანად, რომლის ფსალმუნებს მნიშვნელოვანი ადგილი აქვს ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში. წმინდა წერილების მიხედვით, მესია სწორედ დავით წინასწარმეტყველის შთამომავალია.

სამების ტაძრის ეზოში ბიუსტის დადგმა, ქართველი და ებრაელი ერის 26 საუკუნოვანი ისტორიული მეგობრობის კიდევ ერთი სიმბოლური გამოხატულებაა. ქანდაკების ავტორი გახლავთ მოქანდაკე გიორგი კიკვაძე, რომელიც არაერთი საინტერესო ნამუშევრის შემოქმედია.

ბიუსტის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ ქართული ეკლესიის, მთავრობის, პარლამენტის, მერიის და ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლები, საქართველოში ისრაელის ელჩი ბატონი რან გიდორი, აგრეთვე „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი - ნათია ჩხარტიშვილი.

„სმარტ კაპიტალ ჯგუფში“ შემავალი „ფონდი ქართული გალობა“ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია. ჯგუფი უკვე წლებია, სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს.

ფონდი „ქართული გალობა“ 2012 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ივანე ჩხარტიშვილმა დააფუძნა. ფონდის ძირითადი საქმიანობა ქართული გალობის კვლევა, მგალობლების აღზრდა და ქართული კულტურის ამ მნიშვნელოვანი და უძველესი მიმართულების პოპულარიზაციაა.​

(R)

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო