ტერაბანკი სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს

სამომხმარებლო სესხები და საკრედიტო ბარათები განსაკუთრებული პირობებით — ტერაბანკი ახალ აქციას იწყებს. აქციის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ და ამ დროის განმავლობაში არც პროცენტი და არც ძირის თანხა არ გადაიხადონ. პირობების თანახმად, სესხის აღება შესაძლებელი იქნება ეფექტური 19,1%-დან.

ამას გარდა, მსესხებელი შეღავათიანი პირობებით ტერაბანკის საკრედიტო ბარათსაც მიიღებს. კერძოდ, საკრედიტო ბარათი წლიური 29%-ის ნაცვლად, 22%-ში გაიცემა, საშეღავათო პერიოდში, ლიმიტის სრული დაფარვით ეფექტური 0,6%-დან, ლიმიტის მინიმალური შენატანით დაფარვისას კი ეფექტური 25,8%-დან იქნება. აღსანიშნავია, რომ ბარათს იგი ნებისმიერ ტერმინალზე გაატარებს და თანხის დაბრუნების პროგრამით - Cashback-ითაც ისარგებლებს. აქცია ვრცელდება ტერაბანკის როგორც არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებზე.

„ჩვენი შეთავაზება იმ მომხმარებლებს დააინტერესებთ, რომლებსაც სამომხმარებლო სესხის ან საკრედიტო ბარათის აღება პირადი მიზნისთვის, მცირე სესხების გასაერთიანებლად, ნივთების შესაძენად ან თუნდაც საახალწლო დანახარჯების შემდეგ ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად სურთ. ვფიქრობთ, ეს აქცია მათთვის შეღავათიანი და ხელსაყრელი შესაძლებლობა იქნება“, - აცხადებენ ტერაბანკში.

აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო სესხზე განაცხადის გაკეთება მსურველებს დისტანციურად, ონლაინგანაცხადის დახმარებით შეეძლებათ. ტერაბანკის არსებულ კლიენტებს დადასტურების შემდეგ თანხა პირდაპირ ანგარიშზე დაერიცხებათ, ახალი მომხმარებლები კი პროდუქტის მოთხოვნას დისტანციურად შეძლებენ, ხოლო დამტკიცების შემთხვევაში, თანხის მისაღებად ფილიალში მხოლოდ ერთხელ მივლენ.

სამომხმარებლო სესხებისა და საკრედიტო ბარათების აქცია 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა