ნათლისღების დღესასწაულს ბათუმში ზღვაში შესვლის ტრადიციით შეხვდნენ

აჭარაში, ნათლისღების დღესასწაული ქრისტიანმა მორწმუნეებმა ზღვაში შესვლის ტრადიციით აღნიშნეს.

მრევლი ზღვაში შესვლამდე ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც პარალელურად სადღესასწაულო წირვა - ლოცვა მიმდინარეობს.

"დღევანდელი დღე ცოდვათა მიტევების დღეა. ყველას გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. ჩვენ ტრადიციულად ზღვაში შესვლით აღვნიშნავთ ამ დღეს",- ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც ბათუმის სანაპიროსთან იმყოფებიან.

როგორც ცნობილია, 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულზე ზღვაში შესვლის ტრადიცია მეუფე დიმიტრის ინიციატივით, ბათუმში უკვე რამდენიმე წელია სრულდება.

ამასთან, სანაპიროზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა