ფრანგულ ბრენდ  ETAM-ის ახალი ფილიალი „დრესაპ ჯგუფისგან“

ETAM თეთრეულის ბრენდი პარიზიდან, რომელსაც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს და დაარსებიდან დღემდე ზრუნავს ქალებისათვის კომფორტის შექმნაზე, ახალ სეზონს, ახალი მაღაზიით ხვდება.

თანამედროვე, თავდაჯერებული და საკუთარ სხეულთან კომფორტში მყოფი - ეს არის ქალი, რომლისთვისაც ბრენდი ქმნის პროდუქციას. მას სჯერა, რომ ყველა ქალი მშვენიერია და ზრუნავს იმაზე, რომ მათ თავადაც დაინახონ და ირწმუნონ ეს - სწორედ მსგავსი კოლექციები დახვდება მომხმარებელს „ისთ ფოინთში“, „ეტამის“ ახალ მაღაზიაში, რომელიც „დრესაპ ჯგუფმა“ გახსნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ლაშა მურვანიძეს ვესაუბრეთ.

რას გვეტყვით „ეტამთან“ და მის ახალ ფილიალთან დაკავშირებით?

მოგეხსენებათ, რომ „დრესაპ ჯგუფის“ მთავარი მიზანია დავეხმაროთ ადამიანებს, ჩაცმის საკუთარი, ინდივიდუალური სტილის შექმნაში, ამიტომ მუდმივად ვცდილობთ შევთავაზოთ მათ საინტერესო და მსოფლიოში აღიარებული ბრენდები. ETAM, რომელიც თეთრეულის #1 ბრენდია საფრანგეთში, ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი ახალი და გამორჩეული წევრია. მართალია, აღნიშნულ ბრენდს ქართველი მომხმარებელი 2009 წლიდან იცნობს, თუმცა „დრესაპ ჯგუფის“ შემადგენლობაში 2020 წლიდან გადმოვიდა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კომპანია „ედრესს“, რომელმაც თავის დროზე შემოიყვანა აღნიშნული ბრენდი და წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა მის ოპერირებას. სწორედ მათი და ჩვენი ჯგუფის თანამშრომლობისა და ურთიერთშეთანხმების შედეგია ის, რომ მაღაზია „ეტამი“, დღესაც აგრძელებს განვითარებას და მისი დახვეწილი, ხარისხიანი და მოთხოვნადი კოლექციები კიდევ უფრო ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის გადმობარება საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა, იყო პანდემიისგან გამოწვეული სირთულეები, თითოეული ეტაპი წარმატებით განვახორციელეთ . პირველი პროექტი იყო პეკინის #5 ში მდებარე მაღაზიის განახლება. ასევე ბრენდი დაემატა ჩვენს ონლაინ მაღაზიაშიც. www.dressup.ge -ის საშუალებით, მისი შეძენა უკვე საქართველოს ნებისმიერი დასახლებული პუნქტიდან გახდა შესაძლებელი. დღეს კი, გვიხარია და გვეამაყება, რომ „ეტამის“ უახლესი კონცეფციის მქონე და მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მაღაზია შევთავაზეთ ჩვენს აუდიტორიას, სადაც ბრენდის შესაბამისი, დახვეწილი და ხარისხიანი კოლექციებია წარმოდგენილი.

როგორც აღნიშნეთ "ეტამი" თქვენთვის ახალი ბრენდია, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მომხმარებლები მას დიდი ხანია იცნობენ. ზოგადად როგორია თქვენი ჯგუფის ბრენდ პორტფოლიოზე მუშაობის სტრატეგია?

დღეისათვის „დრესაპ ჯგუფი“ სამი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს ბრენდის პორტფოლიოს გაზრდის კუთხით. როგორც უკვე აღვნიშნე, უცვლელია ჩვენი მთავარი მიდგომა, რომ ახალი და საინტერესო ბრენდების შემოყვანით, შევთავაზოთ მომხმარებლებს მსოფლიოში აღიარებული, ორიგინალი ბრენდების პროდუქცია. თუმცა, გარდა ამისა, ასევე ვზრუნავთ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერასა და ქართული ხარისხიანი პროდუქციის განვითარებაზეც, ამისი არაერთი მაგალითი გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში.

მესამე მიმართულებაა ბაზარზე უკვე არსებულ ბრენდებთან და მათ შემომყვან კომპანიებთან თანამშრომლობა. მსგავსი თანამშრომლობის წარმატების მაგალითი უკვე გვაქვს „ეტამის“ სახით და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან.

და ბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ თუ რომელიმე კომპანიას აქვს სურვილი მის პორტფოლიოში არსებული ბრენდების გადმობარების, ჩვენი ჯგუფი ღიაა ნებისმიერ კომპანიასთან მოლაპარაკებისა და ორმხრივად სასარგებლო შეთანხმებისათვის.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა