აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები აქციას მართავენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები აქციას მართავენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც შეკრებილებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მთავარი მოთხოვნაა ხელფასების 100%-ით ზრდა, სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება და ჯანმრთელობის დაზღვევის უზრუნველყოფა.

მათი ინფორმაციით, პროტესტის გაგრძელებას მანამდე გეგმავენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.