ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუტორზე GDP - ხარისხის სერტიფიკატი გაიცა

კომპანია „გლობალფარმს“ კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სერტიფიკატი გადაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე ფარმაცევტულ დაწესებულებაში იმყოფებოდა და სერტიფიკატის აღება პირადად მიულოცა. „გლობალფარმმა“ GDP სერტიფიკატი 3 იანვარს მიიღო.

„რეგულირების სააგენტოს დირექტორმა, ზაალ კაპანაძემ ქვეყანაში ხარისხის სტანდარტის დანერგვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ GMP/GDP სტანდარტი უზრუნველყოფს მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტების მაღალ ხარისხს და ამასთანავე გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალსაც.

GDP სერტიფიკატი საქართველოში წელს პირველად გაიცა და ამ ეტაპზე მას 2 ფარმაცევტული კომპანია ფლობს. ასევე ერთი ფარმაცევტული საწარმო ფლობს GMP - ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკის სერტიფიკატს.

2022 წელს GMP/GDP სტანდარტზე გადასვლა ყველა ფარმაცევტულ საწარმოსა და საბითუმო დისტრიბუტორისთვის სავალდებულო ხდება. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ამ ეტაპზე 14 განაცხადს სწავლობს.

GMP/GDP სტანდარტის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა