ერთად ყოფნის 10 წელი - „კარფური“ 10 წლის იუბილეზე ერთგულ მომხმარებლებს, ყოველ თვე განსაკუთრებული პრიზებით დააჯილდოებს

ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი „კარფური“ ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-10 წელს აღნიშნავს.

„კარფურის“ პირველი ჰიპერმარკეტი "თბილისი მოლში" 2012 წელს გაიხსნა და მას შემდეგ, ბრენდი მომხმარებლებს უკონკურენტო სავაჭრო გამოცდილებით, ხელმისაწვდომი ფასებით და უმაღლესი ხარისხის ახალი პროდუქტებით ამარაგებს ყოველდღიურად.

მთელი ამ დროის განმავლობაში, „კარფური“, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ადგილობრივ მომხმარებლებს წვდომას აძლევს 40, 000-ზე მეტ საკვებ და არასასურსათო პროდუქტზე.

ტრადიციულად, მის ყოველ იუბილეზე, ფრანგული ბრენდი ქართველ მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზებით აჯილდოებს, რათა გამოხატოს მადლიერება ნდობისა და ერთგულებისათვის. გამონაკლისი არც ეს წელია.

10 წლის იუბილესთან დაკავშირებით კარფური მთელი წლის განმავლობაში გეგმავს ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებული პრიზები გადასცეს შოპინგისას. კამპანიის ფარგლებში, ყოველი თვის 10 დღე საჩუქრებითა და პრიზებით იქნება დატვირთული.

„10 წელი, 10 დღე, 10 ბრენდი“ - „კარფურის“ იანვრის თვის კამპანია, მომხმარებლებისთვის 20 იანვრიდან გააქტიურდა და 30 იანვრის ჩათვლით ყველა ჰიპერმარკეტსა და სუპერმარკეტში იმოქმედებს.

ამ პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ნებისმიერი პროდუქტის ან ნივთის შეძენისას მოიგონ 10 ბრენდის პროდუქცია: Tolsen, Ilitek, Fujifilm, Unilever, Henkel, Maybelline, Eveline, Mondelez, Scarlett, Warsteiner.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ძალიან მარტივია, ხოლო გამარჯვებულების გამოვლენა იღბლიანი ბორბალის საშუალებით ხდება. (მხოლოდ ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში).

იღბლიანი ბორბალი დღეში რამდენჯერმე დატრიალდება და მასზე ამოსულ სალაროს ნომერზე მდგარი მომხმარებელი ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდებისგან მიიღებს განსაკუთრებულ საჩუქარს.

საჩუქრების ჩამონათვალი ვრცელია და მოიცავს როგორც ტექნიკას, ისე სახლის და თავის მოვლის საშუალებებს, დეკორატიულ კოსმეტიკას, „კარფურის“ ექსკლუზიურ პროდუქციას, და სხვა მრავალ სიურპრიზს.

მაშ ასე, იშოპინგეთ „კარფურში“ და მიიღეთ შანსი მოიგოთ 10 ბრენდის განსაკუთრებული საჩუქარი. აღნიშნეთ ერთგულებისა და მეგობრობის 10 წელი და მოემზადეთ დაუვიწყარი სიურპრიზებისთვის!

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა