"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

20 იანვარს განახლდა მემორანდუმი, რომელიც ყოველწლიურად ფორმდება "ავერსსა" და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის.

მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" იღებს ვალდებულებას, დააფინანსოს ოლიმპიური ნაკრების წევრებისა და ვეტერანი სპორტსმენების სამედიცინო მომსახურება "ავერსის" კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს ისინი მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებით.

თანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა დღემდე ისარგებლეს 1 270 678 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურებით და მიიღეს 860 295 ლარის ღირებულების მედიკამენტები. ჯამური თანხა 2 130 973 ლარს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აღნიშნა, რომ "ავერსთან" თანამშრომლობა უდავოდ აისახა სპორტულ მიღწევებზე. გასული წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები ბრწყინვალედ წარდგნენ და ტოკიოდან რვა მედალი ჩამოიტანეს. ამჯერად ისინი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან და აქაც "ავერსის" უდიდეს მხარდაჭერას გრძნობენ.

- სპორტი ტრავმული სფეროა, ამიტომ მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი სპორტსმენების წარმატებაში "ავერსის" წვლილი უდავოდ დიდია, - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

"ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, რომ ოლიმპიურ კომიტეტთან 14- წლიანი თანამშრომლობა გრძელდება და მადლობა გადაუხადა საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საერთაშორისო სარბიელზე მიღწეული შედეგებისთვის.

მემორანდუმის ხელმოწერას ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი დაესწრო. ის საგარეჯოდან საგანგებოდ ჩამოვიდა მადლიერების გამოსახატავად, რადგან რომ არა "ავერსის კლინიკის" შესანიშნავი ექიმები და უმაღლესი დონის მომსახურება, მხედველობას სამუდამოდ დაკარგავდა.

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ "ავერსი" ქართული სპორტის დიდი გულშემატკივარია და სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებზე წარმატება უსურვა.

(R)

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი