„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე, უძრავ ქონებაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო. კომპანიამ გამარჯვება ლანდშაფტის საუკეთესო არქიტექტურის და საუკეთესო მდგრადი განვითარების საცხოვრებელი კომპლექსი საქართველში ყველაზე სტაბილური განვითარების ნომინაციებში მოიპოვა.
კომპანიის წარმატების მთავარი განმაპირობებელი ნიშანი მისი ურბანული განვითარების ფორმულაა. "ლისი დეველოპმენტი" 80/20-ზე კონცეფციით ხელმძღვანელობს, რაც იმას გულისხმობს, რომ კომპანია ტერიტორიის 80%-ს გამწვანებასა და დამატებით ინფრასტრუქტურის გასავითარებლად იყენებს, 20% კი საცხოვრებელ სახლებს ეთმობა.
საერთო სივრცის (80%-ის) სწორად დაგეგმარებასა და განაშენიანების შედეგად, საცხოვრებლად მეტად თავისუფალი გარემო იქმნება. მწვანე ქალაქი ლისზე 1 სულ მოსახლეზე 70 მ2 გამწვანება მოდის, ეს კი WHO მინიმალურ სტანდარტს 7.7-ჯერ ხოლო იდეალურ სტანდარტს 1.4-ჯერ აღემატება.
"ლისი დეველოპმენტს" დღემდე 40-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.
(R)