„გორმედის“ კლინიკური დირექტორი - შიდა ქართლში ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრად მატების მიუხედავად, საწოლფონდი გადავსებული არ არის

„გორმედის“ კლინიკური დირექტორი - შიდა ქართლში ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრად მატების მიუხედავად, საწოლფონდი გადავსებული არ არის

რეგიონში ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრად მატების მიუხედავად, სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ კლინიკებში საწოლფონდი გადავსებული არ არის და საჭიროების შემთხვევაში, შეუფერხებლად შეუძლია სატაციონარული პაციენტების მიღება, - ამის შესახებ სამედიცინო ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა.

რაც შეეხება მძიმე შემთხვევებს, ხათუნა შრუბის ინფორმაციით, რეანიმაციულ დეპარტამენტში 15-მდე კოვიდინფიცირებულ პაციენტს უტარდება მკურნალობა, მათგან მართვით სუნთქვაზე ორია.

,,სამწუხაროდ, ისევე, როგორც მთლიანად ქვეყანაში, შიდა ქართლშიც ინფიცირების შემთხვევათა მკვეთრად მატება ფიქსირდება. ამის მიუხედავად, რეგიონის სტაციონარული სექტორი გადატვირთული არ არის. მოგეხსენებათ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ,,გორმედის“ ქსელი კოვიდის მართვაში ჩართულია სამი კლინიკით - 250 საწოლით და ამ ეტაპზე სამივე სამედიცინო დაწესებულების სტაციონარში გვაქვს საწოლფონდი, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ,,გორმედს“ შეუფერხებლად შეუძლია სატაციონარული პაციენტების მიღება“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი 8 767 ახალი შემთხვევეიდან, შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა.