მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო

გლობალური მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია ეისითი ზრდისა და განვითარების პროგრამას - BGROWიწყებს. პროგრამა სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებისთვის შეიქმნა, მისი მიზანი ბიზნეს-კომპეტენციების გაზრდითა და მენტორების გრძელვადიანი მხარდაჭერით მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში ბიზნეს მმართველების დახმარებაა.

„მე მჯერა, რომ ცოდნა ძალაა და ასევე მჯერა იმის, რომ ცოდნა მაშინ შეიძლება გახდეს სასიკეთო ცვლილებების ძალა, თუ მისი გამოყენება იცი, ზუსტად ამ იდეას დავაფუძნეთ ბიზნესის ზრდისა და განვითარების პროგრამა“, - აღნიშნავს BGROW-ს პროგრამის ავტორი, მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი თინათინ რუხაძე.

პროგრამა პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალებას იძლევა. 6 თვის განმავლობაში ბიზნესის მმართველებს ზრდისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში ბიზნესს მენტორები და კომპეტენციის მენტორები გაუწევენ მხარდაჭერას. კომპეტენციის მენტორები პროგრამის მოდულებს გაუძღვებიან, გააზიარებენ ცოდნას და მონაწილე ბიზნესის პირად ქეისებზე იმუშავებენ, ხოლო ბიზნეს მენტორები მთელი პროგრამის განმავლობაში პერსონალურ მხარდაჭერას მისცემენ ბიზნეს კომპანიის მმართველებს და დახმარებიან მათ გადაიტანონ მიღებული პრაქტიკული ცოდნა ეფექტიან გადაწყვეტილებებში.

„პროგრამის მონაწილე მცირე და საშუალო კომპანიის მმართველებს, შესაძლებლობა ექნებათ სიღრმისეულად შეისწავლონ საკუთარი ბიზნესი, ხოლო ბიზნეს მენტორები დაეხმარებიან შეამცირონ შეცდომის ალბათობა და ააჩქარონ კომპანიის ზრდის ტემპი“.

BGROW-ს უნიკალური მიდგომა 3 კონტინენტზე, 25-ზე მეტ ქვეყანაში ბიზნესებთან ეისითის წარმატებული თანამშრომლობის 20 წლიან გამოცდილებას ეფუძნება.

„ბიზნესის განვითარებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპია: პირველი - იდეიდან სტარტაპის შექმნაა, მეორე მნიშვნელოვანი ეტაპია, როდესაც მცირე ან საშუალო ბიზნესს ინსტიტუციონალიზაცია სჭირდება, მნიშვნელოვანია სისტემების აწყობა და კონკრეტული მზარდი შედეგები, სწორედ ასეთი ცვლილებების განხორციელებაში დაეხმარება აღნიშნული პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის მომავლის ლიდერებს.

ბიზნესის ზრდის აუცილებელი პირობა ლიდერის პიროვნული ზრდაა, ამიტომ პროგრამა მოიცავს ისეთი მოდულსაც, რომელიც კომპანიის პირველი პირების ლიდერული უნარების განვითარებას და პიროვნულ ზრდას ემსახურება.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს მცირე მხარდამჭერი ჯგუფების შექმნას, სადაც ჯგუფის მონაწილეები, ერთმანეთს გაამხნევებენ, გაუზიარებენ გამოცდილებას და მისცემენ როგორც ემოციურ, ასევე ინტელექტუალურ მხარდაჭერას.

BGROW-ში მონაწილეობა მცირე და საშუალო ბიზნესის მმართველებს მისცემს საუკეთესო კავშირების დამყარების, გამოცდილების ურთიერთ გაზიარების შესაძლებლობას, რაც მონაწილეებში სხვადასხვა სფეროს ხედვას გააფართოებს.

„თუ თქვენ გრძნობთ, რომ თქვენს კომპანიას აქვს დიდი პოტენციალი, მაგრამ ამ პოტენციალის ათვისებას ვერ ახერხებთ, თუ თქვენ გრძნობთ, რომ გეძლევათ ყველა რესურსი და შესაძლებლობა და ვერ მოგყვებათ გუნდი, თუ გაქვთ ღირებული იდეა, მაგრამ არ გაგაჩნიათ საკმარისი ცოდნა, რომ მისი რეალიზება მოახდინოთ, მაშინ ზრდისა და განვითარების პროგრამა თქვენთვისაა, ყველა იმ ამბიციური ლიდერისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მაქსიმალური ეფექტიანობა და უმოკლეს ვადებში საუკეთესო შედეგების მიღწევა“.

ზრდისა და განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ BGROW-ს საიტზე 1 აპრილამდე.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო