ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ხმაური სხდომაზე ინიცირებულ საკითხს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები გაიზრდება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა საკრებულოს წევრების ხელფასების ზრდის გადადება და ამ თანხით საბავშვო ბაღებისა და მეეზოვეების ხელფასების გაზრდა მოითხოვეს, რის გამოც "ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ცდილობენ, რომ საკრებულოს სხდომებზე იყოს არეულობა. მათი ინფორმაციით, ბაღების თანამშრომლების ხელფასები ეტაპობრივად გაიზრდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო