გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში გზების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერები გამოაცხადა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში გზების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერები გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ცენტრალური მაგისტრალიდან იწყება და სოფელ ბერშუეთის გარდა, სოფელ სობისსაც მოიცავს, შესაბამისად გაივლის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსაც. გზის სიგრძე 3 265 გრძივ მეტრს შეადგენს. გარდა საავტომობილო გზის მონაკვეთისა, პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემის, ეზოებისა და მიერთებების მოწყობასაც. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1 681 980 ლარს.

სოფელ ხიდისთავში საუბნო გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. აქედან, ერთი მონაკვეთი 641 გრძივ მეტრს, ხოლო მეორე მონაკვეთი 2 444 გრძივ მეტრს შეადგენს. ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად დაგეგმილია ტროტუარებისა და ეზოებში შესასვლელების მოეწყობაც. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 011 480 ლარია.

წედისში, ბნავისში, ოლოზსა და ღვარებში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების I ეტაპი იწყება. გზის სიგრძე 5 800 გრძივი მეტრია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 745 860 ლარის შეადგენს, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა