გიორგი გახარიას პარტია აჭარის ორგანიზაციის 14-მა წევრმა დატოვა

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის 25 დამფუძნებლიდან 14-მა დატოვა, - ამის შესახებ პარტიიდან წასულებმა დღეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც გიორგი გახარიას ყოფილმა თანაგუნდელებმა აღნიშნეს, აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მიქელაძის პოლიტიკური კურსი მათთვის მიუღებელია. მათივე თქმით, ისინი ირაკლი მიქელაძის "პრონაციონალურ პოლიტიკას კატეგორიულად ემიჯნებიან".

„ჩვენ დღემდე პარტია „საქართველოსთვის“ წევრები და დამფუძნებლები ვართ აჭარიდან, პარტიის, რომელსაც თავის დროზე იმიტომ შევუერთდით, რომ მიგვაჩნდა, ეს იყო ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც რეალურად შეეძლო ებრძოლა ერთი მხრივ, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი, საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

პარტია "საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირაკლი მიქელაძის პოლიტიკური კურსი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაუგებარია. ირაკლი მიქელაძე გადაწყვეტილებებს ღებულობს განხილვის გარეშე, ერთპიროვნულად.

ყველა, ვინც კი გუნდის შიგნით მიქელაძისაგან განსხვავებულ პოზიციას აჟღერებდა, ამ უკანასკნელის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებოდა. გამომდინარე რთული წინასაარჩევნო მარათონიდან, არ გვინდოდა განხეთქილება შეგვეტანა გუნდში და დუმილს ვამჯობინებდით, თუმცა ყოველივე ამან პროცესები კიდევ უფრო გააუარესა. საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ გვსურს მუშაობა განვაგრძოთ ადამიანთან ერთად, რომელიც სპობს განსხვავებულ აზრს, შიდაპარტიულ დემოკრატიას ღიად ემუქრება და პარტიას მართავს არა ამომრჩეველთა ნების სასიკეთოდ, არამედ პირადი მოტივებითა და ანგარების მიღების მიზნით.

ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ირაკლი მიქელაძის პრონაციონალურ პოლიტიკას, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვტოვებთ პარტიას „საქართველოსთვის“, - აცხადებენ პარტიიდან წასულები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა