გორის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლა სრულად, 5 სკოლის 13 კლასი და ინდივიდუალურად - 592 მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში დისტანციური სწავლების სურვილი 592 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა და დარეგისტრირდა შესაბამის პლატფორმაზე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა განუცხადა.

ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექციის დაფიქსირების გამო, დღეიდან 28 იანვრის ჩათვლით, სწავლების სრულად დისტანციური მოდელი ამოქმედდა სამ საჯარო სკოლაში.

„დღეიდან 28 იანვრის ჩათვლით, სწავლების სრულად დისტანციური მოდელი მოქმედებს სოფელ კარალეთის მეორე საჯარო სკოლაში. გეგმური ტესტირების შედეგად, აღნიშნული საჯარო სკოლის ხუთ პედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია, ამიტომ, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. ასევე, სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა კარალეთის 1-ელი და გორის მე-10 საჯარო სკოლები.

აქვე გეტყვით, რომ აღნიშნულის გარდა, ამ დროისთვის, 5 სკოლის 13 კლასია დისტანციურ სწავლებაზე გადასული.

რაც შეეხება ცალკეულ კლასებს, რესურსცენტრის ქვემდებარე 67 საჯარო სკოლაში 592 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა დისტანციური სწავლების სურვილი და დარეგისტრირდა შესაბამის პლატფორმაზე - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, სადაც მშობლებს დისტანციური სწავლების მოთხოვნის ან გაუქმების შესაძლებლობა ყოველ ხუთშაბათს ეძლევათ“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა