ბათუ ქუთელია საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტის გაუქმებაზე -  ყოვლად უმსგავსო, მოუცლელობის მიზეზით, ევროპარლამენტარებს საჯარო სილა გააწნეს

ყოვლად უმსგავსო, მოუცლელობის მიზეზით, ევროპარლამენტარებს საჯარო სილა გააწნეს, რომლებიც მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან ახალი ევროპული უსაფრთხოების შექმნის პროცესში, - ასე აფასებს პარტია "დროას" ერთ-ერთი ლიდერი ბათუ ქუთელია საქართველოში 21-22 იანვარს დაგეგმილი ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმებას.

ქუთელია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ დაუყოვნებლივ გამოეხმაუროს ევროპარლამენტარების მწვავე განცხადებას და დანიშნოს მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი.

„მივიჩნევთ, რომ ამ განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ევროპა და ევროპული ფასეულობები არ გახლავთ მათი ინტერესების საგანი და პირიქით, ამ გადაწყვეტილებით "ქართულმა ოცნებამ" მნიშვნელოვანწილად დააზიანა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ასევე დააზიანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. სამწუხაროა ის ფორმა, რა ფორმითაც ევროპარლამენტარებს მოუწიათ საჯარო წერილით გამოეხატათ თავიანთი უკმაყოფილება, რაც კიდევ უფრო აზიანებს ჩვენს ინტერესებს. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს სულ სხვა დღის წესრიგი, ვიდრე ქვეყნის გამთლიანება, განსაკუთრებით გლობალურ, ევროპულ უსაფრთხოებაში მიმდინარე კრიზისის ფონზე, როდესაც ეროვნულ კონსენსუსს და ეროვნულ თანხმობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ადგილი ვიპოვოთ ერთიან ევროპაში. ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს და ამ გადაწყვეტილებით საქართველო დაშორდა ამ პროცესს, ამიტომაც აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

ჟან მონეს დიალოგის ფორმატის მიზანია პოლიტიკურ აქტორებს დაეხმაროს ეროვნული დონის ინტერესების მქონე საკითხებზე კონსენსუსის პოვნაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვანწილად დააზიანა საქართველოს ეროვნული ინტერესები. ჩვენი მოთხოვნაა დაუყოვნებლივ გასცეს პასუხი ევროპარლამენტარების გამოგზავნილ წერილს და დაინიშნოს ამ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, მივიღოთ ეს დელეგაცია და გაიმართოს მოლაპარაკებები სწორედ იმ მთავარ თემებზე, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს შიდაპოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის", - განაცხადა ქუთელიამ.

ცნობისთვის, საქართველოში 21-22 იანვარს დაგეგმილი ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმდა. როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, წუხილს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ვიზიტი თბილისში არ გაიმართება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

„ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობების შესწავლა, პარტიათაშორისი დიალოგის განვითარების მიზნით უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად. ჟან მონეს დიალოგის პროცესი არის მედიაციის მოქნილი და დამტკიცებული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა პოზიციებისა და ინტერესების ერთმანეთთან შეთანხმება. ვწუხვართ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად აუცილებელი პოლიტიკური პირობები ამ ეტაპზე არ არის შესრულებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა