ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ისინი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ, რადგან საქართველო და უკრაინა აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ დგას.

აქციის მონაწილეების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარობა დემოკრატიულმა სამყარომ გამოხატოს.

"საქართველოში 2008 წელს უკრაინის პრეზიდენტი ჩამოვიდა და ამ ფორმით სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ფაქტია, რომ უკრაინა ახლა ცუდ დღეშია და მას სოლიდარობას ვუცხადებთ. ამასთან, საქართველოს მთავრობამ უკრაინას მხარდაჭერა მტკიცედ უნდა გამოუცხადოს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.