ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს

"თავისუფლება უკრაინას" - ამ ლოზუნგით ქუთაისში აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.

მათი თქმით, მეგობარი ქვეყანა ომის ზღვარზეა და ნებისმიერი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

ამასთან, ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მეგობარ ქვეყანას ღია მხარდაჭერა გამოუცხადოს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, "ახლა დუმილი დანაშაულია".