ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა

4 იანვარს გამართულ პრეზენტაციაზე ჰიუნდაიმ კომპანიის ხედვა წარადგინა იმის შესახებ, თუ როგორ შეცვლის ტრანსპორტირების მომავალი მეთოდები ტრადიციულს, რა უპირატესობა ექნება ახალს ძველთან შედარებით და როგორ გააუმჯობესებს ის ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას. Boston Dynamics-თან ერთად ჰიუნდაიმ ასევე გაამჟღავნა „Metamobility” და „Mobility of Things”-ის კონცეპტის დეტალები.

CES 2022-ზე ჰიუნდაის მთავარი მიზანია, ვიზიტორებისთვის ნათლად წარმოაჩინოსის ის ტექნოლოგიები და შესაძლებლობები, რომლებიც მომავალში თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას გაამარტივებს.

მეტი თვალსაჩინოებისთვის ჰიუნდაიმ ფორუმზე რამდენიმე დანიშნულების რობოტი წარადგინა.

  1. PND (Plug & Drive) რობოტები:

1.1 Personal Mobility - მცირე ზომის,თვითმართვადი სატრანსპორტო საშუალება

1.2 Logistics Mobility - კომერციული საქმიანობისთვის განკუთვნილი მცირე ზომის თვითმართვადი სატვირთო, რომელიც დაკავშირებულია „დედა ხომალდთან“, თუმცა აქვს უნარი განცალკევდეს და მცირე მანძილზე დამოუკიდებლად გადაიტანოს ტვირთი.

1.3 Service Mobility - ერთგვარი პერსონალური ასისტენტი. აქვს უნარი გადმოგცეთ ჩანიშნული ინფორმაცია და დამოუკიდებლად გადაადგილოს თქვენი ხელბარგი.

1.4 L7 - უნივერსალური PnD, რომელის გამოყენება შესაძლებელია როგორც ტრანსპორტის სახით ასევე ლოჯისტიკაში. მისი უნიკალურობა საბურავებშია, რომლებიც 360 გრადუსით ბრუნავს და რთულად მისადგომ ადგილებსაც იოლად უმკლავდება

  1. Drive & Lift რობოტები:

2.1 MobED - მიკრო მობილური სატრანსპორტო საშუალება, თუმცა შესაძლებელია მისი სხვა საშუალებებთან დაკავშირება. მისი გამორჩეული უნარი უსწორმასწორო გზების მარტივი გადალახვაა (მაგალითად კიბეზე ასვლა). მისი გამოყენება შესაძლებელია მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასახმარებლად.

2.2 MobED + Screen - იდენტური მიკრო რობოტი, რომელიც ციფრული მოწყობილობით იმართება.

2.3 Spot - მოქნილი ოთხფეხა რობოტი, რომელსაც ზედმიწევნით შეუძლია დანიშნულების ადგილამდე მისვლა, დაზვერვა და ინფორმაციის მოპოვება

2.4 Atlas - ჰუმანოიდი რობოტი გამორჩეული საკონტროლო სისტემით. მისი შესაძლებლობები აღემატება ადამინის ფიზიკურ შესაძლებლობებს. Atlas-ი შეიძლება ჩართული იყოს სამძებრო/სამაშველო ოპერაციებში.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა