გერმანიის ელჩი მარნეულს ესტუმრა

გერმანიის ელჩი მარნეულს ესტუმრა

დღეს გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მარნეულს ესტუმრა. ელჩს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, დუალურ განათლებას, ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის საკითხებს.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა მზაობა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობაზე და ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, - ნათქვამია ინფორმაციაში.