„სისტემა ძალადობს“, „ხვალ შენც შეგეხება“, - ამ ლოზუნგებით ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

„სისტემა ძალადობს“, „შენ ხომ გესმის, ხმა ამოიღე“, „ხვალ შენც შეგეხება“, - ამ ლოზუნგებით ბათუმში, ევროპის მოედანზე „ლელო-საქართველოსა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა თბილისში შშმ პირზე პოლიციელის მხრიდან ძალადობა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები აღნიშნული პოლიციელების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
„პოლიციელის მოქმედება ამ ხელისუფლების გამოძახილია, ჩვენ ვებრძვით სისტემას, რომელიც ადამიანებზე ფიზიკურად ძალადობს. არ დავუშვებს მსგავს ფაქტებს, ეს ხელისუფლება მალე დასრულდება",- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

























