აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2022 წელს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება გაიზარდა და ახალი პროგრამები დაინერგა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით 2022 წლის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების ეფექტიანობა და მოსახლეობისთვის სერვისის ხელმისაწვდომობა.

„2022 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა და 28 121 900 ლარს შეადგენს. ასევე გაიზარდა როგორც სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსება, ისე ბენეფიციართა რაოდენობა.

ამასთან, გაიზრდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება. გარდა ამისა, გაიზარდა ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის დაფინანსება.

2022 წელს პირველად განხორციელდება ფსორიაზით დაავადებული პაციენტების მკურნალობა ბიოლოგიური მედიკამენტებით. წელს დაიწყო ძვლის ტვინის ჰაპლოიდური ტრანსპლანტაციის დაფინანსებაც.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს გაიზარდა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანადაფინანსების მოცულობა და თითოეული ოჯახი საცხოვრებელი ფართის შესაძენად მიიღებს 30 000 ლარს, ნაცვლად 25 000 ლარისა. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დაფინანსება გაიზარდა 5000 ლარით და 15 000 ლარის ნაცვლად მიიღებენ 20 000 ლარს.

ამასთან ერთად, შეხვედრაზე განიხილეს დასაქმების, სოციალური პროგრამების დაფინანსების და თანადაფინანსების მექანიზმები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა