ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ისრაელის ელჩს შეხვდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოში ისრაელის ელჩს რან გიდორს უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსისა და ,,შალომ კლუბ ქვემო ქართლის“ ორგანიზებით, რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის - რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის კლინიკებს, კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, 2 ტონამდე სამედიცინო ინვენტარი, გადაეცა.

ღონისძიებას, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და შესაბამისი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

მხარეებმა, შეხვედრის ფარგლებში, ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, ისრაელის ელჩს და ორგანიზაცია ,,შალომ კლუბ ქვემო ქართლის“ წარმომადგენლებს, რეგიონში განხორციელებული მრავალმხრივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

,,დღეს, სამხარეო ადმინისტრაციაში ვუმასპინძლეთ ისრაელის ელჩს საქართველოში, რომელმაც რეგიონის სამი მუნიციპალიტეტისთვის სამედიცინო ინვენტარი, მათ შორის სასუნთქი აპარატები გადმოგვცა. ეს არ არის პირველი აქტივობა, რომელსაც ისრაელის მხარე ჩვენი რეგიონის მხარდაჭერისა და დახმარების მიზნით ახორციელებს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ერთობლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობით, ქვემო ქართლში ძალიან ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

,,შალომ კლუბი ქვემო ქართლი“ რეგიონში ისრაელის მხარის ხელშეწყობით სოციალურ აქტივობებს ბოლო რამდენიმე წელია ინტენსიურად ახორციელებს. განათლების სისტემის მხარდაჭერის მიზნით, 2021 წლის ივნისში მარნეულის სკოლებსა და რესურსცენტრს გადაეცათ პლანშეტები,დეკემბერში კი მუნიციპალიტეტის ორ საჯარო სკოლაში დამონტაჟდა სასმელი წყლის გასაფილტრი დანადგარი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა