კახეთში ვაქცინაციის კამპანიისა და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით შეხვედრები გრძელდება

კახეთის რეგიონში ვაქცინაციის კამპანიისა და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ლევან ლილუაშვილთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში ადგილობრივებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

"დღეს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ სანიორეში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გავმართეთ, სადაც მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე და საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოვუწოდეთ. ასევე, გავაცანით მთავრობის გადაწყვეტილება 200 - ლარიანი წახალისების პროგრამის შესახებ, რომელიც 2022 წლის თებერვალშიც გრძელდება და ამ პროგრამით სარგებლობა 50 წლის ზევით საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია", - აღნიშნა ლევან ანდრიაშვილმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული პირების აცრის წახალისებისთვის პროგრამა თებერვლის თვეშიც გაგრძელდება. ასევე, 50 წელს გადაცილებულ პირებს, „ბუსტერ" დოზის გაკეთების შემთხვევაში, წახალისების მიზნით 100 ლარი დაერიცხებათ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო