"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა

"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი და საცურაო აუზი წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარით აღჭურვა.

პროექტი 24 მ3 მოცულობის დანადგარის მიწოდებას, მონტაჟს, გაშვებასა და გამართვას გულისხმობდა.

აღსანიშნავია, რომ დანადგარი საქართველოში, უახლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისადაა წარმოებული. იგი ეკოლოგიურ პროდუქტს წარმოადგენს და საკანალიზაციო ჩამდინარე წყალს ბიოლოგიურად, ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების დახმარებით წმენდს, შედეგად კი, მას სუფთა, ტექნიკურ წყლად გარდაქმნის. დანადაგარის დახმარებით, ფოთის სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის საქმიანობა გარემოსთვის სრულიად უსაფრთხო, წყლის წმენდის ხარისხი კი როგორც ადგილობრივი, ისე ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისი იქნება.

„ჩვენთვის საამაყოა, რომ ასეთი ღირებული პროექტის განხორციელებაში მივიღეთ მონაწილეობა. გვჯერა, რომ კომპლექსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ფოთში სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში“, - აცხადებენ "ჰიდრო ჯგუფში".

„ჰიდრო ჯგუფის“ დანადგარები წყალს აზოტისა და ფოსფორისგანაც წმენდს. პროცესი მთლიანად ქიმიური დანამატების გარეშე მიმდინარეობს. გამწმენდებს არ აქვთ სუნი და ხმა, მათი ტრანსპორტირება და მოვლა მარტივია, მონტაჟი კი — იაფი. კომპანია თითოეულ პროექტსა და მომხმარებელს ინდივიდუალურად განიხილავს.

„ჰიდრო ჯგუფი“ როგორც საყოფაცხოვრებო, ისე საწარმოო დანადგარებს ქმნის. მცირე ზომის მოწყობილობები ინდივიდუალური სახლებისა და აგარაკებისთვის, საცხოვრებელი, სპორტული და დასასვენებელი კომპლექსებისთვის, სასტუმროებისთვის, რესტორნებისა და გზისპირა კაფეებისთვის, სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის, ბანაკებისთვისა და მცირე საწარმოებისთვისაა განკუთვნილი. დიდი დანადგარები კი ძირითადად დასახლებებისა და უბნებისთვის, მსხვილი საწარმოებისთვის და ა.შ. გამოიყენება. „ჰიდრო ჯგუფი“ ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარების წარმოების პროცესში წამყვან ევროპულ მწარმოებლებთან თანამშრომლობს, რომლებსაც ამ კუთხით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ხარისხის სერტიფიკატები და საკუთარი დაპატენტებული ტექნოლოგიები აქვთ.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა