2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად

JTI-ს 2022 წელს კიდევ ერთხელ გადაეცა საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი საქართველოში, ევროპასა და მსოფლიოში თანამშრომელთათვის გამორჩეული და ინოვაციური პირობების შეთავაზების საფუძველზე. ბოლო რვა წლის განმავლობაში, JTI ყოველწლიურად ხვდება მსოფლიოს 11 საუკეთესო დამსაქმებელ კომპანიას შორის.

Top Employers Institute საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აფასებს კომპანიების მიდგომებს თანამშრომელთა მიმართ. JTI-ში წელს განსაკუთრებულ მიღწევად ჩაითვალა თანაბარი შესაძლებლობებისა და თანაბარი ანაზღაურების დანერგვა, რისთვისაც JTI-ის 2021 წლის ნოემბერში EY-მ გლობალური თანასწორობის სტანდარტის (GES - Global Equality Standard) სერთიფიკატი გადასცა. JTI მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა კეთილდღეობაზე და ამისათვის სწორედ ყველაზე თანამედროვე მიდგომებს ანიჭებს უპირატესობას. 2021 წელს როგორც მთელი კომპანიის მასშტაბით, ასევე, საქართველოშიც დაინერგა მოქნილი სამუშაო გრაფიკი, გაუმჯობესდა დეკრეტული შვებულების პირობები და განხორციელდა ქალთა გაძლიერების პროგრამა TOGETHER.

„ვამაყობ, რომ კვლავ საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდოს მფლობელი კომპანია ვართ: ჩვენი ქვაკუთხედი ხომ სწორედ ჩვენი თანამშრომელია, სწორედ ამიტომ, საუკეთესო სამუშაო პირობებს ვთავაზობთ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ჩვენს კოლეგებს მივცეთ ზრდისა და შესაძლებლობების გამოვლენის სრული თავისუფლება“ - აღნიშნა სერგეი ბუქსამ, JTI-ს გენერალურმა მენეჯერმა ბელორუსისა და კავკასიის ქვეყნებში.

„მოხარული ვარ, JTI კვლავ საუკეთესო დამსაქმებელია. კომპანიამ მართლაც უნდა იამაყოს ამ სტატუსით: JTI ლიდერი კომპანიაა, რომელიც განუხრელად აუმჯობესებს სამუშაო პირობებს და ზრუნავს თანამშრომელთა კეთილდღეობაზე. JTI-მ ბოლო პერიოდში კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია და გლობალურად დასახელდა ისეთ დამსაქმებლად, რომლისთვისაც უმთავრესი მიზანი თანამშრომელთა თანასწორობის უზრუნველყოფაა. ასეთი მიღწევა კი ნამდვილად მისაბაძი მაგალითია სხვა კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ გახდნენ საუკეთესო დამსაქმებლები მომავალში“, - თქვა დევიდ პლინკმა, Top Employers ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა.

JTI მომავალშიც ძალიან მნიშვნელოვან მიზნებს ისახავს ნიჭიერი კანდიდატების მოზიდვისა და თანამშრომლებისთვის საუკეთესო პირობების შესაქმენლად. ორგანიზაცია განუხრელად აგრძელებს ზრუნვას თანამშრომლების კეთილდღეობაზე, სახლში თუ ოფისში სამუშაო გარემოს კიდევ მეტ გაუმჯობესებაზე. თანამშრომლები მონაწილეობას მიიღებენ „თიმბილდინგის“ დისტანციურ აქტივობებში, პირადი და სამუშაო დროის დაბალანსებისა და პირადი განვითარების მიზნით. ყველა ნიჭიერი ადამიანი, რომელიც პოტენციურად შესაძლოა კომპანიის გუნდის წევრი გახდეს, შეძლებს მონაწილეობას ძალიან საინტერესო კონსურსში: Make It Bright! კონკურსის გამარჯვებული ჯერ საერთაშორისო ანაზღაურებადი სტაჟირებით ისარგებლებს, ხოლო შემდეგ შესაძლოა კომპანიის მუდმივი თანამშრომელიც კი გახდეს!

სწორედ ასეთი საინტერესო, თანამედროვე საერთაშორისო პროგრამებით JTI აძლიერებს საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსს!

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: pressoffice@jti.com

JTI-ს შესახებ

JTI წამყვანი საერთაშორისო თამბაქოს და გახურებადი თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. მას ეკუთვნის მსოფლიოში ნომერი მეორე ბრენდი Winston და Camel (აშშ-ს გარდა). მის პორტფელში შედის ასევე ბრენდები Sobranie, Mevius და LD. JTI მსხვილი მოთამაშეა გახურებადი თამბაქოს კატეგორიაშიც ბრენდებით Logic და Ploom. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს შვეიცარიაში, ჟენევაში. მსოფლიოში 40 000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. საქართველოში JTI-ში დაახლოებით 100 თანამშრომელია. JTI არის Japan Tobacco-ს კომპანიების ჯგუფის წევრი. www.jti.com

კარიერული შესაძლებლობებისათვის დარეგისტრირდით აქ: https://jobs.jti.com

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით