კახეთში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

კახეთში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში 2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ქალაქ ახმეტაში მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი სპეციალურად მოწყობილ შენობაში ჰქონდა განთავსებული და საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო წიფლის სახეობის 24 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).

„მეორე სამართალდარღვევა კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილაში გამოავლინეს. მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო წიფლის სახეობის 1 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2,8 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, -აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.